X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

არშა–სტეფანწმინდის ახალი საავტომობილო გზის პროექტი

15 ივლისი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ალუდა ღუდუშაურთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არშა–სტეფანწმინდის ახალი საავტომობილო გზის პროექტის დეტალებს სოფელ არშაში გეცნო.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია და 4.1-კილომეტრიანი ახალი გზის, 4 ხიდისა და 2 სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას ითვალისწინებს.

არშა–სტეფანწმინდის გზის სამშენებლო სამუშაოებისათვის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. ახალი გზა მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის და სოფლების გარბანის, გაიბოტენის, არშასა და ფანშეტის გავლით სტეფანწმინდის შემოსავლელ გზას დაუკავშირდება.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, მოძრაობის უსაფრთხოებასა და მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.